აშშ-ში იმპორტირებული შოტლანდიური ვისკის, იტალიური ყველისა და ფრანგული ღვინის ტარიფები 25%-ით გაიზრდება

აშშ-ის მიერ ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფების დაწესების შემდეგ შოტლანდიური ვისკის, იტალიური ყველისა და ფრანგული ღვინის ტარიფები 25%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება აშშ-ის ხელისუფლებამ 2 ოქტომბერს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონს ევროკავშირისთვის 11 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე სურდა ტარიფების დაწესება, თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მხრიდან უარის შემდეგ ტარიფები 7.5 მილარდ დოლარამდე შეამცირა.

როგორც ცნობილია, ახალი რეგულაციები 18 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

ტარიფების დაწესებას ევროკომისია გამოეხმაურა. ოფიციალური ბრიუსელის განცხადებით, საპასუხო ნაბიჯებს ისინი მალე გადადგამენ.

ბექა ბერიაშვილი