ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, 3700 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.