საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქე ვახტანგ რევია დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ვახტანგ რევია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე დამზადება-რეალიზაციას, რითაც იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.