ნიდერლანდები ქვეყნის მეორე დასახელებაზე - ჰოლანდიაზე  უარს ამბობს

ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას ქვეყნის მეორე დასახელებაზე - ჰოლანდიაზე.

ქვეყნის ხელისუფლების აზრით, ტურისტებისთვის ჰოლანდია ასოცირდება ნარკოტიკებთან და ამსტერდამის „წითელი ფარნების“ კვარტალთან.

ადგილობრივი პორტალი „Adformatie“ აღნიშნავს, რომ ახალი იმიჯის შექმნა მოხდება დასახელება „ნიდერლანდების“ გარშემო, მაგალითად, „ევროვიზიაზე“ 2020 წელს. ასევე, სახელწოდებას შეიცვლის ფეხბურთის ნაკრები, სპორტსმენები, რომლებიც თავის ქვეყანას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე წარადგენენ.