აშშ Huawei-ის ევროპელ კონკურენტებს ფინანსურად დაეხმარება

აშშ განიხილავს ფინანსური დახმარების ვარიანტებს ევროპული კომპანიებისათვის, რომლებიც ჩინური კორპორაციის Huawei-ის კონკურენტები არიან. როგორც ცნობილია, ვაშინგტონის აზრით, აღნიშნული კომპანია ხდება საშიში დომინანტი მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე თაობის მობილური კავშირის სფეროში. ამის შესახებ ამერიკული Financial Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ამერიკის ხელისუფლების ჩინოვნიკები გამოვიდნენ წინადადებით, გამოყოს ამერიკამ კრედიტები ისეთი კომპანიებისათვის როგორებიცაა Nokia და Ericsson, რათა მათ შეძლონ კონკურენციის გაწევა Huawei-სთვის.

„ჩვენ ხელიდან გავუშვით ყველა უპირატესობა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში გვქონდა. ახლა კი ვხვდებით, რომ ეს ცუდია, თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე. პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო და უწყება ახლა ამ წუთას გამალებული ეძებენ გზებს ამ თამაშში დასაბრუნებლად. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ Huawei მალე გახდება ერთადერთი არჩევანი მათთვის, ვინც 5G ქსელის განვითარებაზე ფიქრობს“ - განუცხადა მაღალჩინოსანმა წყარომ გამოცემას.

კოკა კვირკველია