BBC - დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ ლატარიაში 170 მილიონი ფუნტი მოიგო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ 170 მილიონი ფუნტი სტერლინგის ჯეკპოტი მოიგო და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ლატარიის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს.

მათი ინფორმაციით, ეროვნულმა ლატარიის ოპერატორმა სამშაბათს Camelot-მა განაცხადა, რომ ჯეკპოტი ერთადერთი ბილეთის მფლობელმა მოიგო. ჯერჯერობით, გამარჯვებულის სახელი და ოჯახური მდგომარეობა ცნობილი არ არის.

გამარჯვებული ნომრები იყო 7,10,15,44 და 49 3-თან და 12-თან ერთად, რომელიც საბოლოოდ, იღბლიანი ნომრები აღმოჩნდა.

როგორც BBC წერს, თუ გამარჯვებული მხოლოდ ერთი ადამიანია, კვირას Sunday Times-ის 1000 ყველაზე მდიდარ ბრიტანეთში მცხოვრებს შორის დაიკავებს ადგილს.

ყველაზე დიდი თანხა ბრიტანულ ლატარიაში 2011 წელს მოიგეს და ის 161 მილიონ ფუნტს შეადგენდა.

მარიამ მენაბდიშვილი