2013 წლის ყველაზე ძვირი ბრენდები

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი წარადგინა.

2013 წლის ყველაზე ძვირი ბრენდების რეიტინგში პირველ ადგილზე Apple Corp-ია. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდი უკვე ზედიზედ სამი წელია ლიდერობას არავის უთმობს. iPhone-ს მწარმოებელი კომპანიის ბრენდის ღორებულება 104.3 მილიარდი დოლარია, რაც ორჯერ მეტია Microsoft-ის ღირებულებაზე - 56.7 მილიარდი დოლარი.

Apple-ის ბრენდი გასულ 12 თვესთან შედარებით ფასში 20 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მისი კონკურენტი Microsoft - 4 პროცენტით.

რეიტინგის მესამე პოზიცია კი Coca-Cola-მ დაიკავა, რომლის ბრენდის ღირებულება 54.9 მილიარდი დოლარია (+9%).

აღსანიშანვია, რომ Intel ერთადერთია რეიტინგში, რომელსაც წინა წელთან შედარებით ბრენდის ღირებულება 2 პროცენტით შეუმცირდა. ამ მაჩვენებლით კი ლიდერი Samsung-ია, რომელსაც 53-პროცენტიანი ზრდა აქვს.

Forbes-ის რეიტინგში 15 ქვეყნისა და 20 სასაქონლო კატეგორიის კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე მუშაობენ. შესაბამისად, რეიტინგში ვერ ნახავთ ისეთ მობილურ გიგანტებს, როგორებიც არიან Vodafone და China Mobile.

სიაში არიან როგორც ცალკეული პროდუქტის ბრენდები (მაგ. კორპორაცია Procter & Gamble-ის პროდუქტი Gillette), ისე კორპორატიული ბრენდები (მაგ. IBM და Microsoft).

ბრენდის ღირებულებისას ითვალისწინებენ კომპანიების ბოლო სამი წლის საშუალო მოგებას, რომელიც გამრავლებულია მულტიპლიკატორზე და ასევე ის როლი, რომელსაც რეიტინგის მონაწილეები საკუთარ სფეროებში ასრულებენ.

1. Apple

ბრენდის ღირებულება: 104.3 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +20%

2. Microsoft

ბრენდის ღირებულება: 56.7 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +4%

3. Coca-Cola

ბრენდის ღირებულება: 54.9 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +9%

4. IBM

ბრენდის ღირებულება: 50.7 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +5%

5. Google

ბრენდის ღირებულება: 47.3 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +26%

6. McDonald’s

ბრენდის ღირებულება: 39.4 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +5%

7. General Electric

ბრენდის ღირებულება: 34.2 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +2%

8. Intel

ბრენდის ღირებულება: 30.9 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: -4%

9. Samsung

ბრენდის ღირებულება: 29.5 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +53%

10. Louis Vuitton

ბრენდის ღირებულება: 28.4 მილიარდი დოლარი

ბრენდის ღირებულების ზრდა ერთ წელიწადში: +16%