"ელიტ ელექტრონიქსი" მოსწავლეებსა და სტუდენტებს უახლეს ტექნიკაზე სიახლეებს სთავაზობს

"ელიტ ელექტრონიქსი" მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უახლეს ტექნიკას ხელმისაწვდომს ხდის.

"ელიტ ელექტრონიქსის" ინფორმაციით, მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაიმარტივონ სასწავლო პროცესი, კომუნიკაცია და მიიღონ სასურველი განათლება სწრაფად და მარტივად.

"ელიტ ელექტრონიქსში" არის ტელეფონების, ნოუთბუქებისა და პლანშეტების ყველაზე დიდი არჩევანი და საუკეთესო ფასები. იმისთვის, რომ სტუდენტებს და მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ სწავლის პროცესში, ჩვენ მათთვის უახლესი ტექნოლოგიები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადეთ. ამისთვის სწორედ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, სმარტ ტელეფონების ფასი 529 ლარიდან, ნოუთბუქების - 599 ლარიდან და პლანშეტური კომპიუტერების - 230 ლარიდან დაიწყება", - აცხადებს "ელიტ ელექტრონიქსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნოკა ბაინდურაშვილი.

ამასთან, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში შეიძენს მისთვის სასურველ სმარტ ტელეფონს, ნოუთბუქს ან პლანშეტურ კომპიუტერს, საჩუქრად მიიღებს 100 ელექტრონულ წიგნს Lit.ge-სგან. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად მოქმედებს 0%-იანი განვადება.