„ქართული ღვინის ფესტივალზე“ მყოფი ტურისტები - ეს ყველაფერი ერთი ფრაზით შეგვიძლია აღვწეროთ - სიცოცხლით სავსე

ეს ყველაფერი ერთი ფრაზით შეგვიძლია აღვწეროთ - სიცოცხლით სავსე, - ასე ეხმაურებიან „ქართული ღვინის ფესტივალს“ ფესტივალზე მყოფი ირლანდიელი ტურისტები.

„აქ საოცარი გარემო და ატმოსფეროა, სასიამოვნო ატმოსფეროს კი ადამიანები ქმნიან. ქართული ღვინო აქამდეც გაგვისინჯავს და ის არაჩვეულებრივია", - განაცხადეს "ინტერპრესნიუსთან" ტურისტებმა ირლანდიიდან.

„აღფრთოვანებული ვარ ქართული ღვინის მრავალფეროვნებით. ეს ჩემთვის ძალიან ახალი გემოა. განსაკუთრებით მომწონს წითელი ღვინის სახეობები და ასევე, უგემრიელესია ქართული სამზარეულო. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ აქ ძალიან მეგობრული ხალხია და ვფიქრობ, რომ ისევ დავბრუნდები", - განაცხადა ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ტურისტმა, მარტინმა.

შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ მიმდინარეობს. მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ -ზე დასწრება 19:00 საათამდე შეუძლიათ.

ფესტივალი „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალი allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება.