ჩინური მედიის ინფორმაციით, ჩინეთსა და შტატებს შორის მოლაპარაკებები შედგა

ჩინურ-ამერიკული მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი წარმატებული გამოდგა და მხარეებმა საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.

„უთანხმობის დარეგულირების პროცესში, მხარეებმა მიაღწიეს რეალურ პროგრესს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, სოფლის მეურნეობა, ინტელექტუალური საკუთრება, სავალუტო სფერო, ფინანსური სერვისები, ვაჭრობის მასშტაბის გაფართოება და ტექნოლოგიების გადაცემა. საკვანძო საკითხებზე კონსულტაციები უკიდურესად ეფექტიანი გამოდგა. შეხვედრა კონსტრუქციულ და გულწრფელ ატმოსფეროში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ“ - იუწყება ტელეკომპანია.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მე-13 რაუნდი 11 სექტემბერს ვაშინგტონში დაიწყო. მასში ჩინური მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ, ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ხე, კომერციის მინისტრი ჩჟუნ შანი, ჩინეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ი განი, რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინ ცზინჟე და სხვა მაღალჩინოსნები. ხოლო ამერიკის მხრიდან, ფინანსთა მინისტრი სტივენ მუჩინი და სავაჭრო საკითხებში ამერიკის წარმომადგენელი რობერტ ლეიტჰაიზერი.

შეგახენებთ, რომ ეს ორი ქვეყანა სავაჭრო საკთხების დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა მართავს.

კოკა კვირკველია