აშშ-მა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ვაშინგტონმა სასანქციო სიაში თურქეთის თავდაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შეიყვანა.

სიაში მოხვდნენ ამ უწყებების ხელმძღვანელები ჰუსული აკარა, ფატიხმა დონმეზა და სულეიმან სოილუ. ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტრო იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონის მიერ დაწესებული რესტრიქციები დაკავშირებულია ანკარას ხელისუფლების ქმედებებთან, რომელიც საფრთხეს უქმნის სირიის მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე ახდენს რეგიონის დესტაბილიზებას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების კამპანიით.

ფინანსურ უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან შემოიღონ დამატებითი სანქციები თურქეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე და სახელმწიფო კორპორაციებზე. სანქციების სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ კომპანიებისა და პირების აქტივები შტატებში გაიყინება და ამავდროულად ამერიკულ კომპანიებს აეკრძალებათ მათთან საქმიანი ურთიერთობები.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტში წერია, დონალდ ტრამპი ანკარის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების შესახებ ბრძანებას ხელს მალე მოაწერს. შეზღუდვები თურქეთის ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს, ასევე ნებისმიერ იმ ადამიანს შეეხება, „რომლებმაც ხელი შეუწყვეს სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას.“

დონალდ ტრამპი დოკუმენტში კვლავ იმუქრება, რომ ის თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა.

კოკა კვირკველია