მსო-მ აშშ-ს  ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7,5 მლრდ დოლარის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების დაწესების ნება ოფიციალურად დართო

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ოფიციალურად დართო ნება ვაშინგტონს, დააწესოს საბაჟო ტარიფები ევროკავშირიდან იმპორტირებულ 7,5 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე, რაც უნდა გახდეს პასუხი ევროკომისიის მიერ ავიაკონცერნ Airbus SE-ის არასამართლიან სუბსიდირებაზე.

2 ოქტომბერს გადაწყვეტილება მსო-ს წევრებმა სპეციალურ სხდომაზე მიიღეს, რომელიც გუშინ ჟენევაში გაიმართა.

ეს თანხმობა იყო ბოლო ბარიერი ვაშინგტონისთვის აემოქმედებინა ახალი საბაჟო ტარიფები. მანამდე ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ 19 ოქტომბრიდან ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე 10%-იან ტარიფებს, ხოლო სხვადასხვა ტიპის სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე 25%-იან ტარიფებს აამოქმედებდნენ.

თავის მხრივ, ევროკავშირი ვაშინგტონს Boeing-ის არასამართლიან სუბსიდირებაში ადანაშაულებს და ეს დავა მსო-ს ფარგლებში უკვე 15 წელია გრძელდება.

კოკა კვირკველია