2019 წლის 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი, 60 305 000 ლარი შეადგინა. ამასთან, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.390%-ით, მაქსიმალური 9.890%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.640%-ით განისაზღვრა. ხოლო, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375%-ს შეადგენდა. როგროც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.