აშშ და საფრანგეთი ციფრულ ტარიფებზე მოლაპარაკებებს ასრულებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ საფრანგეთთან ციფრულ გადასახადებზე შეთანხმების დასრულებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განუცხადა.

11 ივლისს საფრანგეთის სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი უმსხვილესი ციფრული კომპანიების დაბეგვრის შესახებ. აღნიშნული გადასახადი შეეხება ინტერნეტ-გიგანტების შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან და შეადგენს საფრანგეთში მიღებული შემოსავლების 3%-ს. უფრო კონკრეტულად კი ამ დაბეგვრის ქვეშ აღმოჩნდებიან კომპანიები, რომელთა წლიური ბრუნვა აღემატება 750 მილიონს მსოფლიოში და 25 მილიონს საფრანგეთში. ასევე კომპანიებს, რომელთა მოქმედების სფეროში შედის ონლაინ რეკლამა, გლობალური ქსელური გაყიდვები და ინფორმაციის აგრეგატორების მუშაობა. აღნიშნულის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატები ამის პასუხად საბაჟო ტარიფებს დააწესებდა ფრანგულ ღვინოზე.

კოკა კვირკველია