განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შატილში სკოლის შენობის დაწვის შემდეგ მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს მოიძიებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, უწყება მოსწავლეებს ყველა სასკოლო ინვენტარით, კომპიუტერებითა და წიგნებით მოამარაგებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში ჯამში 8 მოსწავლე სწავლობდა.
შეგახსენებთ, რომ შატილში საჯარო სკოლის შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.