„ევროპული საქართველო" 2020 წლის ბიუჯეტშიც ზუსტად იგივე პრობლემებს ხედავს, რასაც ხედავდა „ოცნების“ მიერ დამტკიცებულ ყველა ბიუჯეტში"

„ევროპული საქართველო" 2020 წლის ბიუჯეტშიც ზუსტად იგივე პრობლემებს ხედავს, რასაც ხედავდა „ოცნების“ მიერ დამტკიცებულ ყველა წინა წლების ბიუჯეტში - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს " წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, ფასების მატება, უმუშევრობა.

"მთავრობას საერთოდ არა აქვს გაცნობიერებული, რომ ბიუჯეტში სულ სხვაგვარადაა გასაწევი ხარჯები, შესამცირებელია ბიუროკრატიული ხარჯები და შესაძლებელია გაცილებით უფრო მაღალი იყოს იგივე პენსიის ზრდა, 20 ლარია ახლა ჩადებული, მაშინ როცა "ევროპული საქართველოს" დათვლით მინიმუმ 80 ლარით არის შესაძლებელი გაიზარდოს პენსია. ჩვენ ვხედავთ რესურსს, რომ გადასახადები შემცირდეს, რაც მნიშვნელოვანი იქნება უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, მაგრამ არც ერთი ამ მიმართულებით "ქართული ოცნება" ნაბიჯს არ დგამს. მომავალ წელს როცა გვიახლოვდება ლარის გაუფასურების მორიგი ძლიერი ტალღა მათ უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ეს ბიუჯეტი იქნება ერთ- ერთი მთავარი მიზეზი იმ პრობლემების, რაც წინ გველოდება,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.