კომპანია "ლაზერი 2 თბილისს" რუსთაველის 30 ნომრიდან ასახლებენ

რუსთაველის გამზირზე, #30-დან კომპანია "ლაზერი 2 თბილისის" გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც კომპანიის დირექტორმა, იოსებ ქოქოლაძემ განაცხადა, აღმასრულებლები კომპანიას ტერიტორიიდან არაკანონიერად ასახლებენ. კერძოდ, მისი თქმით, აღმასრულებლებს გასახლების ნებართვა "სონი ცენტრი თბილისის" თაობაზე აქვთ, რომელმაც ტერიტორია უკვე დატოვა.

"სონი ცენტრი თბილისი" "ლაზერი 2 თბილისის" გვერდით ფუნქციონირებდა. "სონი ცენტრმა” დიდი ხანია, დატოვა ტერიტორია, აღმასრულებლები არასწორად ასახლებენ "ლაზერი 2 თბილისს", რომელიც 2005 წლიდან მუშაობს", - განაცხადა იოსებ ქოქოლაძემ.