გიორგი კვირიკაშვილი: პენსიების ფოსტის მეშვეობით დარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საფოსტო რეფორმის ფარგლებში პენსიების ”საქართველოს ფოსტის” მეშვეობით დარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ინფორმაცია, რომ საფოსტო რეფორმის ფარგლებში პენსიები ფოსტის მეშვეობით დარიგდება, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, არ გვისაუბრია ამ თემაზე და არ ყოფილა განხილული", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.