რაზე მეტყველებს ჰალსტუხის ფერი

ჰალსტუხის ფერის სწორად არჩევას შეუძლია ბევრი რამ თქვას თქვენს შესახებ

შესაძლოა არ დაიჯეროთ, მაგრამ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორ აუდიტორიას ელაპარაკებით (კლიენტს, თანამშრომლებს თუ ბავშვებს), სწორად შერჩეული ჰალსტუხის ფერს შეუძლია დაგეხმაროთ - მათთან მიიტანოთ თქვენი ზუსტი მესიჯი.

წარმოგიდგენთ რჩევებს, როგორ ავირჩიოთ თითოეული შემთხვევისთვის განკუთვნილი იდეალური ფერის ჰალსტუხი.

ყოვლისშემძლე წითელი

დამთხვევა სულაც არ არის, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა უპირატესობას წითელი ფერის ჰალსტუხს ანიჭებს. ისინი ამ ფერის ჰალსტუხს ღია ფერის პერანგსა და მუქი ფერის კოსტუმთან ახამებენ.

როგორც მარკ ვუდმანი, მოდის ტენდენციის ანალიტიკოსი ამბობს, ” წითელი ფერის ჰალსტუხი ძალაუფლების სიმბოლოა - წითელ ფერში არის რაღაც, რაც ძალასა და ვნებასთან ასოცირდება”.

გარდა ამისა, განსხვავებული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტონის წითელს. მაგალითად, მუქი წითელი (ბორდოსფერი) ეხმარება სანდო ურთიერთობების დამყარებაში, ხოლო ვარდისფერი ჰალსტუხი ასოცირდება პატრონის შემოქმედებით მისწრაფებებთან.

სამეფო იისფერი

როს ზნავორი, რომელსაც ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების სფეროში ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს, საქმიანი შეხვედრების დროს უპირატესობას წითელი ფერის ნაცვლად, იისფერ ჰალსტუხს ანიჭებს. ის მიიჩნევს, რომ ამ ფერის ჰალსტუხი აჩვენებს თავდაჯერებულობას და ეხმარება მის მფლობელს, შექმნას პირველი შთაბეჭდილება.

შავის ინტრიგა

მაშინაც კი, თუკი თქვენ შავი ფერის ჰალსტუხს საქმიანი შეხვედრების დროს რეგულარულად არ ატარებთ, კოქტეილისთვის ან საქმიანი სადილისთვის მისი შერჩევა თქვენს დახვეწილ გემოვნებას გაუსვამს ხაზს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ოფიციალური შავი ფერი შესაძლოა, მეტისმეტი და მყვირალა აღმოჩნდეს ბევრ სიტუაციაში.

მწვანე ბაღის ელფერი

მწვანე ფერს შესაძლოა სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს - დაწყებული აღორძინების სიმბოლოდან, დამთავრებული ზოგიერთი ქვეყნის ფულის კუპიურის ფერით. თუმცა, მას შეუძლია თვალშისაცემი იყოს მთელი დღე სატარებლად. მთავარია, თქვენ რა გსურთ?

”როგორ გსურთ დაამახსოვრდეთ? - ჰალსტუხის ფერით, თუ თქვენი ინდივიდუალურობით? - ამბობს სპეციალისტი ვუდმანი. სწორი ელფერის მწვანის არჩევა არცთუ მარტივი საქმეა - ღია მწვანეს ყურადღება ზედმეტად გადააქვს. ამასთან, რთულია ამ ფერს ადვილად შეუხამოთ კოსტუმი და პერანგი.

ყვითელი

ჰალსტუხის ტრადიციული ფერია ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ინგლისში. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობას და სიხარულს (სოცოცხლის სიყვარულს). ყვითელი ჰალსტუხი თქვენ კოლეგებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გხდით, იმდენად რამდენადაც ეს ფერი მზის სიმბოლოა. თუმცა, გაფრთხილდით, ფერს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული დატვირთვა აქვს. მაგალითად ინდოეთში ყვითელი ჰალსტუხი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაჭრობით ხართ დაკავებული. ხოლო ჩინეთში, თეთრი ფერის ჰალსტუხი მიანიშნებს, რომ გლოვობთ.

ლურჯის 50 ფერი

შიშობთ, რომ საკუთარი ჰალსტუხის ფერით არასწორ გზავნილს გადასცემთ? მაშინ აირჩიეთ ლურჯი ფერი - ის ცხოვრების ყველა შემთხვევას ერგება. ლურჯი ჰალსტუხი კარგი ”დაბანდებაა”, იმიტომ რომ მისი ფერი ადამიანებს ცას და ოკეანეს ახსენებს, რასაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ლურჯი ფერი ყველაზე საიმედოა.

ყავისფერი

გაფრთხილდით, რომ თქვენი ყავისფერი ჰალსტუხი მეტისმეტად უბრალოდ არ გამოიყურებოდეს, რადგან მან შესაძლოა მიუთითოს მფლობელის მოსაწყენ ხასიათზე.

თუკი თქვენ გსურთ, სამსახურში დაგაწინაურონ, ან შეგამჩნიონ, მაშინ უარი თქვით ღია ჩალისფერ ჰალსტუხზე.