გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

"გლ­დან­ში გაზ­სა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გამო 350 აბო­ნენტს გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდა“, - ამის შე­სა­ხებ „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

უწყე­ბის ცნო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას გაზ­მო­მა­რა­გე­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ეტა­პობ­რი­ვად აღუდ­გე­ბა:

„გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას კომ­პა­ნია NCC-მ სა­შუ­ა­ლო წნე­ვის გაზ­სა­დე­ნი და­ა­ზი­ა­ნა. შე­დე­გად 350 აბო­ნენტს ავა­რი­უ­ლად შე­უ­წყდა გაზ­მო­მა­რა­გე­ბა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულმა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუფ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­და­კე­ტა გაზ­მო­მა­რა­გე­ბის ონ­კა­ნე­ბი. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით შე­მოწ­მდა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი. შე­მოწ­მე­ბი­სას დად­გინ­და, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გამო ვენ­ტი­ლა­ცი­ის არ­ხე­ბით გაზი კა­ზი­ნო „ბეთ­ლა­ივ­ში“ და აფ­თი­აქ „ფარ­მა­დე­პო­ში“ შე­ვი­და. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნა და შე­ნო­ბე­ბი გა­ა­ნი­ა­ვა.

ამ ეტაპ­ზე ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მისი დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა.

კომ­პა­ნია „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ ბო­დიშს უხ­დის აბო­ნენ­ტებს მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტისთვის. გა­ზის მი­წო­დე­ბა სა­რე­მონტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ეტა­პობ­რი­ვად აღ­დგე­ბა“ , - ნათ­ქვა­მია „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.