"ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო დაგვაკლდა"

ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო დაგვაკლდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების საჭიროება ხდება.

„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორის განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეტი ჰიდროელექტროსადგური, მეტი ენერგიის გამომუშავება. ენერგეტიკული სექტორი არის ის სექტორი, სადაც ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო დაგვკალდა ინვესტიციები. ეს არის ის სექტორი, სადაც გვაქვს დიდი პოტენციალი და გვჭირდება ამ სექტორის განვითარება მოსახლეობასთან კონსულტაციების გზით“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.