საქართველოში იმპორტირებული დაფასოებული მედიკამენტების 50% რეექსპორტზე გადის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 261, 979 მლნ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, აქედან 132, 731 მლნ დოლარის დაფასოებული მედიკამენტები კი რეექსპორტზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის საერთო მაჩვენებელში მედიკამენტების წილი 1,1%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2018 წელს დაფასოებული მედიკამენტების წილი საერთო ექსპორტში იყო 4,1%, 2019 წელს კი 5,2%. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 141,927 მლნ დოლარის დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით მეტია. გასულ წლის 9 თვეში ქვეყნიდან 101,352 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:
აქედან, დაფასოებული მედიკამენტები რეექსპორტით შემდეგ ქვეყნებში გავიდა:
რაც შეეხება ზოგადად ექსპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ჯამში, 141, 927 მლნ აშშ დოლარის დაფასოებული მედიკამენტები გავიდა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კი, შემდეგ ქვეყნებში:
ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია - „PSP”, “ავერსი”, “გეფა” (“ფარმადეპო”, “GPS”), “იმპექსი”, “სახალხო აფთიაქი“ და ასევე რამდენიმე წვრილი და არაბრენდული აფთიაქი ოპერირებს.