რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­ა­გენ­ტომ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის სა­ფუძ­ველ­ზე რეს­ტო­რან­ში - "ჩემო კარ­გოს ქარ­ხა­ნა“ მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­ა­ტა­რა.

მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ზე­ზი მომ­ღე­რალ სოფო ტო­რო­შე­ლი­ძის ფე­ის­ბუქ-სტა­ტუ­სი გახ­და, რო­მელ­მაც და­წე­რა, რომ რეს­ტო­რან­ში ვახ­შმო­ბის შემ­დეგ, მისი ოჯა­ხის ოთხი წევ­რი მო­ი­წამ­ლა:

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ რეს­ტო­რან "ჩემო კარ­გოს ქარ­ხა­ნა­ში", რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, მო­ი­წამ­ლა 4 ადა­მი­ა­ნი. მათ შო­რის ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი! ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბით ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ ფა­ტა­ლურ შე­დეგს გა­დავ­რჩი, თუმ­ცა უმ­ძი­მე­სი ინ­ტოქ­სი­კა­ცია აქვს.

კუჭ-ნაწ­ლავ­ში აღ­მოჩ­ნდა სალ­მო­ნე­ლა ჩხი­რი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ქათ­მის ხორ­ცი­დან და კვერ­ცხი­დან გა­და­დის. მო­წამ­ლუ­ლია კი­დევ 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მაქ­სი­მეს მამა და ჩემი ორი მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით! მე მა­ინ­ტე­რე­სებს ვინ აგებს პა­სუხს და რო­დის?!“ - წერს სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­ა­გენ­ტოს. რო­გორც, სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რეს­ტორ­ნის მი­მართ შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი გა­ტარ­დე­ბა.

"იყ­ვნენ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რეს­ტო­რან­ში მი­სუ­ლი, ჩა­ა­ტა­რეს ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა. აი­ღეს კვლე­ვის ნი­მუ­შე­ბი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ.

კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ჩერ­დე­ბა სა­წარ­მო, ვიდ­რე არ აღ­მო­ფხვრის პრობ­ლე­მას და ჯა­რიმ­დე­ბა ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით" - გვი­თხრა სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თა­მარ ჩა­ჩა­ნი­ძემ.

AMBEBI.GE ცდი­ლობს რეს­ტო­რან „ჩემო კარ­გოს ქარ­ხა­ნას“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ისი­ნი ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.