"2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 18 000-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ"

თელავის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ი რიგით 114 სასტუმროა, რომელიც სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 530-ზე მეტი საწარმო და სასტუმრო გაიხსნა და ჯამში, 18 000 ადამიანზე მეტი დასაქმდა.

„ჩვენი მთავარი საზრუნავი არის დასაქმება, განსაკუთრებით რეგიონებში. თითოეულ ახალ ობიექტს შემოვივლი და ყველგან, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, პირადად მივულოცავ მათ მეპატრონეებს“, - განაცხადა მინისტრმა ნათია თურნავამ.