საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ასო­ბით ვებ-გვერ­დზე კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნულ სა­ი­ტებს შო­რის მოხ­ვდა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი. "და­ჰა­კუ­ლია" პრე­ზი­დენ­ტი­სა და რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დი.

ამ დრო­ის­თვის, პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დზე president.gov.ge გა­თი­შუ­ლია, მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფოტო ჩან­და წარ­წე­რით I’l be back (“მე დავ­ბრუნ­დე­ბი“). ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­სა და სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

სა­ინ­ტე­რე­სოა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ვებ-გვერ­დე­ბი­დან წაშ­ლი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­დგე­ნა, რა ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­დათ ჰა­კე­რებს და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა? ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ „უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა კავ­კა­სი­ის აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტორ ლაშა პა­ტა­რა­ი­ას მი­მარ­თა. კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტმა დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა, რა სა­ხის შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ვებგ­ვერ­დებ­ზე და რას შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა.

- კონ­კუ­რე­ტუ­ლად, რა სა­ხის კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ვებგ­ვერ­დებ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, შე­დე­გად ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი წაშ­ლი­ლი­ყო, რა­საც ეს ვებგ­ვერ­დე­ბი მა­ნამ­დე მო­ი­ცავ­და?

შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და არა უშუ­ა­ლოდ ვებგ­ვერ­დებ­ზე, არა­მედ ჯერ ხარ­ვე­ზი გა­მო­ავ­ლი­ნეს რამ­დე­ნი­მე ჰოს­ტინგ პრო­ვა­ი­დერ­ზე (ჰოს­ტინგ პრო­ვა­ი­დე­რი - კომ­პა­ნია, სა­დაც სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი და მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თა­ვი­ანთ ვებგ­ვერდს ათავ­სე­ბენ, ანუ ეს არის ვებგ­ვერ­დე­ბის გან­თავ­სე­ბის სერ­ვი­სი). ერთ-ერთი ასე­თი არის Proservice და Serv.ge, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან. მათ, ვინც კი­ბერ­შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს, რაც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნეს და ამის შემ­დეგ, მო­ი­პო­ვეს წვდო­მა ყვე­ლა იმ ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სზე, რო­მე­ლიც ამ პრო­ვა­ი­დე­რებ­თან იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, DNS შე­ტე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და Deface შე­ტე­ვა ანუ ვებგ­ვერ­დის იერ­სა­ხის შეც­ვლა.

პირ­და­პი­რი მი­ზა­ნი არ იქ­ნე­ბო­და მო­ნა­ცე­მე­ბი წაშ­ლა. მო­ნა­ცე­მე­ბი რომც წა­ე­შა­ლათ, ამ კომ­პა­ნი­ებს, სა­რე­ზერ­ვო ას­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეთ. რო­გორც წესი, ჰოს­ტინგ კომ­პა­ნი­ებს ეს აქვთ ხოლ­მე. ამი­ტომ იმის შიში, რომ ამ ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა, ძა­ლი­ან მცი­რეა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ჰოს­ტინგ კომ­პა­ნია თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლის რე­სურ­სებს რამ­დე­ნად ხში­რად არე­ზერ­ვებ­და. არის იმის რის­კი, რომ ბოლო ერთი კვი­რის ან რამ­დე­ნი­მე დღის მა­სა­ლა, რაც გან­თავ­სდა, შე­იძ­ლე­ბა, წაშ­ლი­ლი იყოს. თუმ­ცა ვებგ­ვერ­დე­ბის აღ­დგე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს კი­ბერ­შე­ტე­ვა, ან ვის შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და ამის ინ­ტე­რე­სი?

ეს ისე­თი სფე­როა, ვის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ძი­რი­თა­დად, ამა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ხოლ­მე სა­უ­ბა­რი. ვფიქ­რობ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა, ამ შე­ტე­ვის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც ის იყო, რომ ასე­თი სა­უ­ბა­რი გა­მო­ეწ­ვია, რად­გან ეს არ არის მარ­ტი­ვი და მსუ­ბუ­ქი შე­ტე­ვა და პირ­ველ რიგ­ში, დრო­ის ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­ი­თხოვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯგუფს ან ინ­დი­ვიდს, რო­მე­ლიც ამას აკე­თებ­და, გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბიც უნდა ჰქო­ნო­და გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც აღ­წევს. ერთ-ერთი მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდეს სა­უბ­რე­ბი იმ თე­მა­ზე, თუ ეს ვის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, და­ი­წყოს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა უპა­სუ­ხოს.

კი­ბერ-სივ­ცეს არ გა­აჩ­ნია გე­ო­ლო­კა­ცია, სა­ზღვრე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შეძ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა, ამ კი­ბერ­შე­ტე­ვის უკან მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის კვალს მი­აგ­ნოს, რამ­დე­ნად დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

ზო­გა­დად, ეს პრო­ცე­სი მო­ი­თხოვს ექ­სპერ­ტი­ზას. ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი, ყვე­ლა ინ­ცი­დენ­ტი, ყვე­ლა შე­ტე­ვა ტო­ვებს კვალს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ნამ­დვი­ლად არ არის გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი.

თუ მე­კი­თხე­ბით, ჩვენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, რა რე­სურ­სე­ბი გვაქვს, ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბი ძა­ლი­ან შე­ზღდუ­ლუ­ლია. ვგუ­ლის­ხმობ სუფ­თა ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უჭირთ-ხოლ­მე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ინ­ცი­დენ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა. ეს უნდა გა­ნი­ხი­ლონ ერთი ინ­ცი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­ში და არა, რო­გორც 2000 ვებგ­ვერ­დის გა­ტე­ხა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა გა­მო­ძი­ე­ბა; თუ არა­და, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბიც იყე­ნე­ბენ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მგო­ნია, რომ ეს არა­რე­ა­ლუ­რი და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს.

განაგრძეთ კითხვა