„ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი - კონსორციუმმა ინვესტორთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს ადეკვატური ჩანაცვლება

სსიპ „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის, დავით ჯავახაძის განცხადებით, Conti International-სთვის პროექტიდან გასვლაზე მთავრობის დასტური ალტერნატიული ინვესტორის შემოსვლას უკავშირდება, რაც სამართლებრივი პროცედურით არის გათვალისწინებული.

როგორც ჯავახაძე განმარტავს, Meridian Capital-ის და ნებისმიერი სხვა ინვესტორის შემოსვლა პროექტში, თუ ის ადეკვატურად ჩაანაცვლებს Conti International-ს, პროექტისთვის შედარებით უმტკივნეულო იქნება.

„კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ადეკვატური ჩანაცვლება. ისეთი კომპანია, რომელიც ფინანსური, ტექნიკური და გამოცდილების თვალსაზრისით სრულად ჩაანაცვლებს Conti-ს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. Meridian Capital-ის და ნებისმიერი სხვა ინვესტორის შემოსვლა პროექტში, თუ ის ადეკვატურად ჩაანაცვლებს Conti International-ს, ასეთ შემთხვევაში Conti-ის გასვლა შედარებით უმტკივნეულო იქნება პროექტისთვის“, - განაცხადა ჯავახაძემ.