წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მ.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 6,485.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (64.08 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6,485.46 ლარის ოდენობით შეეფარდა.