პირველი პირდაპირი ევროპული ინვესტიცია  ქართული საკვებისა და სასმელების ბიზნესში - Royal Swinkels Family Brewers-მა  ლუდსახარში “არგოს“  წილები შეისყიდა

პირველი პირდაპირი ეროპული ინვესტიცია ქართულ food and beverage სფეროში - Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში “არგოს“ 40% შეისყიდა, რითაც ლუდის წარმოების ქართულ ბაზარზე თავისი წილი 15%-მდე გაზარდა.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 30 ოქტომბერს, ლუდსახარშ „არგოს“ ქარხანაში მოეწერა.

Royal Swinkel-ების ლუდსახარშმა ბრენდ „ჰოლანდიას“ წარმოების ლიცენზია „არგოს“ 2017 წელს გადასცა. მას შემდეგ ქარხანა სრულიად გადაიარაღდა, დაინერგა ახალი ტექნოლოგიები და საწარმოო პროცესის სრული ავტომატიზაცია მოხდა. შესაბამისად, „როიალ სვინკელსების“ ლუდსახარშის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან „არგოს“ ქარხნის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში.

ხელის მოწერის ოფიციალურ ცერემონიალს სვინკელსების ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „არგოს“ გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ სვინკელსების ოჯახი ქართულ ლუდსახარშ ბაზარზე დიდი გეგმებით შემოდის - საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყნად უნდა იქცეს.

Peer Swinkles, Royal Swinkles Family Rrewers -ის აღმასრულებელი დირექტორი პიერ სვინკელსი - „ძირითადი მიზეზი, რის გამოც სამეფო ოჯახის ხელში არსებულმა ლუდსახარშმა გადაწყვიტა საქართველოში ინვესტიცია, არის ქართული კომპანიის ძალიან პერსპექტიული შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ასევე კომპანიის მოქნილი მენეჯმენტი, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ ამ კონკრეტულ ქარხანაში ინვესტირება მოგვცემდა გაცილებით მეტს, ვიდრე შესაძლებელი იყო სხვა ტიპის თანამშრომლობის შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, საქართველოს მთავრობის მიერ ძალიან მოქნილი და საინტერესო საინვესტიციო გარემოს შექმნაა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა საქართველოდან შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება ძალიან ბევრ ევროპულ ბრენდს დააინტერესებს და საქართველოსთან ითანამშრომლებენ“ .

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, აღნიშული ხელშეკრულება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იზიდავს ევროპელ ინვესტორებს ქართული წარმოება.

„ჩვენი მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულად ზრუნავას ქართულ წარმოებაზე, მის განვითარებაზე. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფებით ერთ-ერთ ასეთ ტრადიციულ წარმოებაში, ლუდი „არგო“ ადგილობრივ ბაზარზე ცნობილია წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან. დღეს კი, ცნობილმა ევროპულმა კომპანიამ განახორციეოლა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ლუდსახარშ „არგოში“ და ეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ იზიდავს ის ევროპულ ინვესტიციებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თვითონ ევროპული კომპანიისთვის Roial Swinkelws-ისთვის, რომ აწარმოონ ლუდი საქართველოში, დაასაქმონ აქ მეტი ადამიანი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით აქედან გაყიდონ სხვადასხვა ბაზრებზე. ვულოცავ ორივე ჯგუფს ამ კარგ თანამშრომლობას“,-განაცხადა მინისტრმა.

სააქციო საზოგადოება „არგოს“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი - „ძალიან მნიშვნლეოვანი დღე იყო ჩვენთვის, როგორც სააქციო საზოგადოება „არგოსთვის“, ისე ზოგადად ბიზნესისთვის. ეს არის პირადპირი მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა. ჩვენ რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გვქონდა Swinkels Familys-თან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და ადგილზე დაიწყონ წარმოება. აქამდე ჩვენ გვქონდა ასეთი ვითარება, ვასხამდით ლიცენზიის ქვეშ, ახლა კი, უკვე მეწილეები არიან. ამას რამდენიმე საინტერესო ფაქტორი შეიძლება მოჰყვეს: ერთი ის, რომ საექსპორტო ბაზრებში თვითონაც სჭირდებათ პორტფელის გაზრდა, მათ დაემატებათ როგორც ქართული ლიმონათებით, ისეთი როგორიცაა „ზანდუკელი“, ასევე ლუდები „არგო“ და „ჰერცოგი“. გარდა ამისა, ახლა უკვე აქ ჩამოვასხამთ მათ ბრენდებს. კიდევ შევთანხმდებით, დამატებით რომელ ბრენდებზე იქნება საუბარი და აქედან მივაწვდით სხვადასხვა ქვეყნებს. სწორედ ამიტომ, მათ ეს ინვესტიცია ძალიან საინტერესოდ მიაჩნიათ, ჩვენი ქვეყნისთვის კი დამატებითი შემოსავალია“,- განაცხადა „არგოს“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.

ცნობისთვის, „კასტელის“ ლუდსახარშმა ქარხანამ „არგოს“ წარმოება 1994 წელს დაიწყო. იგი ყველაზე დიდი ლუსდახარში კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელიც 2017 წლიდან ახალი მენეჯმენტითა და სახელით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ახლა უკვე ცნობილია, როგორც „არგოს ლუდსახარში კომპანია“. მისი პორტფოლიო ოთხ ბრენდს მოიცავს, ესენია: „არგო“, „ჰერცოგი“, „ჰოლანდია“ და „კონიგ პილცნერი“. ამ დროისთვის ლუდსახარშს 1 მლნ ჰექტოლიოტრის წარმოების საშუალება აქვს და 335 თანამშრომელი ჰყავს. ამასთან, Royal Swinkels Family Brewers-თან ერთად „არგოში“ თავიანთი წილი აქვთ ვასილ სულხანიშვილსა და „კოკა-კოლას“.

რაც შეეხება Royal Swinkels Family Brewers-ს, ეს არის ჰოლდინგ კომპანია Royal Swinkels Family Brewers N.V -ის წევრი. ის 100%-ით დამოუკიდებელი ოჯახური ბიზნესია. Swinkles ოჯახის 7 თაობა უძღვებოდა ბიზნესს, რომელიც დღეს მოიცავს ლუდსახარშებს, სხვადასხვა ლოკაციაზე: ნიდერლანდებში, ბელგიაში და ევროპაში. ოჯახი ასევე თანამშრომლობს ლუდსახარშ De koningshoeven in Berkl-Enschot-თან, ნიდერლანდებში.

2019 წლის 27 მარტიდან კი, ჰოლდინგმა მიიღო ტიტული „სამეფო“, რის შემდეგაც ისინი იწოდებიან, როგორც Royal Swinkels Family Brewers.

(R)

ნინი ქეთელაური