რუსეთი ინტერნეტის კონტროლს ამკაცრებს

რუსეთში ინტერნეტის კონტროლის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, კანონი შესაძლოა კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყოს მიმართული.

კრემლის ინფორმაციით, კანონი გააუმჯობესებს კიბერუსაფრთხოებას. კრემლის პრესსპიკერის თქმით, მომხმარებლები ვერანაირ ცვლილებებს ვერ შეამჩნევენ. კრიტიკოსები შიშობენ, რომ კრემლი შეეცდება შექმნას „ინტერნეტ-დამცველის“ მსგავსი, როგორიც ჩინეთში აკრძალული ტრაფიკის აღმოსაფხვრელად ფუნქციონირებს.

კანონის მიხედვით, ინტერნეტ სერვისის მომწოდებლებმა უნდა დააინსტალირონ ქსელური მოწყობილობები, რომლებიც შეძლებენ ვებ–ტრაფიკის იდენტიფიცირებას და შინაარსის გაფილტვრას. პრაქტიკაში, ეს საშუალებას მისცემს რუსეთის სატელეკომუნიკაციო ცენზორს უფრო ეფექტურად განახორციელოს ვებგვერდების დაბლოკა.