ვისგან და რა მოცულობის დოლარს ყიდულობენ კომერციული ბანკები

კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის 9 თვეში 16,395 მილიარდი დოლარი იყიდეს, რაც 55,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ შესყიდული ფულის მოცულობამ 10,557 მლრდ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბერს, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს კომერციულმა ბანკებმა 2,058 მლრდ დოლარი შეიძინეს, აქედან 1,194 მლრდ დოლარის შესყიდვა არარეზიდენტი ბანკებიდან მოხდა, 40 მლნ დოლარის ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონიდან, 405,718 მლნ დოლარის - იურიდიული ფირმებიდან, 252,349 მლნ დოლარის შინამეურნეობებიდან, 165,537 მლნ დოლარის კი რეზიდენტი კომერციული ბანკებიდან.

რაც შეეხება დოლარის გაყიდვას, წელს სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა 2,170 მლრდ დოლარი გაყიდეს, აქაც ყველაზე დიდი წილი არარეზიდენტ კომერციულ ბანკებზე მოდის - 1,253 მლრდ დოლარი.