დღეიდან მოქალაქე ვალდებულია დაკარგული პასპორტის შეცვლის შემთხვევაში, განაცხადთან ერთად სამართალდამცავი ორგანოდან ცნობა წარადგინოს

დღეიდან მოქალაქე ვალდებულია დაკარგული პასპორტის შეცვლის შემთხვევაში, განაცხადთან ერთად წარადგინოს ცნობა სამართალდამცავი ორგანოდან. შესაბამისი დოკუმენტი „საქართველოს მოქალაქეთა პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და პარლამენტს გადაეგზავნა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოქალაქეებისთვის დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ამგვარი ცნობის აპოსტილი ან ლეგალიზება საჭირო არ იქნება. წესი, რომელიც უკვე ამოქმედებულია, მოქალაქეს ავალდებულებს დაკარგული ან მოპარული პასპორტის შეცვლის შემთხვევაში, განაცხადთან ერთად წარადგინოს ცნობა სამართალდამცავი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ მან ამის შესახებ საჩივარი შეიტანა.