სომხური მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებისთვის ლარსი დაკეტილია

სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, გადაადგილება თავისუფალია მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის.

სომხური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს დაახლოებით 250 მანქანაა გაჩერებული.