სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატვირთო ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია.
მათივე ცნობით, გადაადგილება თავისუფალია მსუბუქი ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის.
სომხური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს დაახლოებით 250 მანქანაა გაჩერებული.