303,2 მლნ ლარი 9 თვეში - Top-6 ბანკი, რომელმაც ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან ყველაზე მეტი მოგება მიიღო

2019 წლის 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 303 220 130 ლარის მოგება მიიღეს. ეს კი 86,5%-ით, 140,6 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, მხოლოდ ბოლო სამ თვეში სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგება 164,9 მლნ ლარით გაიზარდა. 2019 წლის 2 კვარტალში 15 ბანკის მოგება 138 260 611 ლაი იყო.

რაც შეეხება 2018 წლის სრულ მონაცემს, შარშან კომერციული ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 230 739 497 ლარის მოგება მიიღეს.

კომერციული ბანკების TOP-6 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგებით:

  • თიბისი ბანკი - 131 837 827 ლარი
  • საქართველოს ბანკი - 107 485 323 ლარი
  • ვითიბი ბანკი - 21 252 404 ლარი
  • პროკრედიტ ბანკი - 13 901 990 ლარი
  • ლიბერთი ბანკი - 13 107 537 ლარი
  • ქართუ ბანკი - 4 045 408 ლარი

საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ელზა წიკლაური