"იმ პროექტების განხორციელებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული, წყალტუბო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ პროექტების მეშვეობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული, წყალტუბო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდება.

მისივე თქმით, ეს პროექტი ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი არაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება მოხდება.

„მე ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია სტიმულის მიცემა სხვა ბიზნესმენებისთვის და კონკრეტული ადგილების შესაძლებლობების გამოყენება. როგორც მაგალითად აბასთუმანის შემთხვევაში. ვიცით, რა მდგომარეობაში იყო, საერთოდ არაფერი არ კეთდებოდა. ამ ადამიანმა დაიწყო მისი განვითარება, აღორძინება. სხვა ბიზნესმენებიც ჩაერთნენ. იგივე არის წყალტუბო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ყველანაირი რესურსით და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო ცენტრად ითვლებოდა, თუმცა დღეს იქ არსებული ვითარება დარწმუნებული ვარ, არავის მოსწონს. იმ პროექტების განხორციელებით, რომელიც აქვს ჩაფიქრებული ბიძინა ივანიშვილს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში წყალტუბო ერთ-ერთი საუკეთესო დასასასვენებელი კურორტი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.