Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა „აიპლიუსმა” გასული თვის ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნა

Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა „აიპლიუსმა” გასული თვის ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნა.კომპანიის ინფორმაციით, „აიპლიუსმა” გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ოქტომბერი, 122%-იანი ზრდით დაასრულა.

„აიპლიუსის" ცნობით, რეკორდული ზრდა დააფიქსირეს „აიპლიუსის” ფილიალებმა: პეკინის 11-ის ოქტომბრის გაყიდვები 185%-ით, ჭავჭავაძის 19-ის 148%-ით , ხოლო ბათუმი მოლის ფილიალი 109%-ით გაიზარდა. ზრდა მაღალი იყო „აიპლიუსის“ სხვა ფილიალებშიც.

„რეკორდული ზრდა ოქტომბერში, ახალი iPhone-ების გაყიდვების ბუმით და ამასთან, კომპანიის სანდოობის მაჩვენებლის ზრდით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო „აიპლიუსს” ათეულობით საჰაერო რეისის დამატება დასჭირდა პროდუქციის რაოდენობების შესავსებად. მსგვასი ბუმი არ გვახსოვს, მომხმარებელბის რაოდენობა იმდენად მაღალი იყო, რომ მხოლოდ ოქტომბერში, სასწრაფოდ დაგვჭირდა ადამიანური რესურსების დამატებით მოზიდვა.

ჩვენი პერიოდული ბაზრის კვლევა ადასტურებს „აიპლიუსის“ იმიჯის ზრდის პოზიტიურ დინამიკას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა კომპანიის გაყიდვებში. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ გაყიდვების ზრდაში არ მონაწილეობს ლარის დევალვაციით გამოწვეული ციფრების გამსხვილება”, - აცხადებენ კომპანიაში.

„აიპლიუსი” 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, კომპანია გაფართოებას განაგრძობს და ამ მიმართულებით ახალი პროექტები აქვს დაგეგმილი.