ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედებას უჭერს მხარს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედებას უჭერს მხარს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ქვეყნის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანგელა მერკელის თქმით, უკრაინაში ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა სამშვიდობო გეგმის პირობები არ სრულდება. როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, სანქციების გაუქმება შეიძლება მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 12-ვე პუნქტი იქნება შესრულებული.

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პაკეტი გუშინ მიიღო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნება და გამოქვეყნებისთანავე ავტომატურად ამოქმედდება.