ყვარელში „ნიკორას“ განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა

განახლებული „ნიკორას“ სუპერმარკეტის მომსახურებით სარგებლობას უკვე ყვარლის მოსახლეობაც შეძლებს.

კომპანია სავაჭრო ქსელის მოდერნიზების პროცესს კახეთის რეგიონში კვლავ აქტიურად განაგრძობს. 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, „ნიკორას“ სუპერმარკეტებში არსებული სტანდარტების მქონე მაღაზია, თელავისა და გურჯაანის შემდეგ, ყვარელში - ჭავჭავაძის 122 ნომერში გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს კიდევ უფრო დახვეწილ გარემოს, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებას შესთავაზებს.

სავაჭრო ობიექტში ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების გარდა, ჰიგიენის საშუალებები და სხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთებია წარმოდგენილი.

ახალი სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალზე, მომხმარებლის განწყობა ფლეშმობ შოუს მონაწილეებმა და საყვარელმა გიგანტურმა „თოჯინამ“ გაახალისეს. პატარა სტუმრებმა კომპანიისაგან საჩუქრად ბუშტები მიიღეს, მსურველებს კი „ნიკორას“ წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

„ნიკორას“ სავაჭრო ქსელი ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანია. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 94 სუპერმარკეტს ფლობს, რომელთაგან 63 - თბილისში, 31 კი სხვადასხვა მსხვილ ქალაქსა და რეგიონულ ცენტრში მდებარეობს.

(R)