საქართველოდან ხილის ექსპორტი შემცირდა, ბოსტნეულის კი გაიზარდა

2019 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ხილისა და თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 61, 9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც 6,92%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელეზე. 2018 წლის იანვარ-სექტებერში ხილისა და კაკლის ექპსორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 66,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებთ, 2019 წლის 9 თვეში, ხილის ჯგუფში მთავარ პოზიციაზე იყო: თხილი - 29,5 მლნ აშშ დოლარი, ატამი - 12, 5 მლნ აშშ დოლარი, ვაშლი - 4,4 მლნ აშშ დოლარი, ბანანი - 4,4 მლნ აშშ დოლარი, მანდარინი - 2,0 მლნ აშშ დოლარი, ფისტა - 1,4 მლნ აშშ დოლარი, კაკალი -1,2 მლნ აშშ დოლარი.

ხოლო, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, წამყვან პოზიციებზე იყო: თხილი - 39,8 მლნ აშშ დოლარი, ფისტა - 9,5 მლნ აშშ დოლარი, ატამი - 8, 2 მლნ აშშ დოლარი, მანდარინი -1,5 მლნ აშშ დოლარი და ბანანი - 1,4 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ბოსტნეულს, 2019 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, პროდუქტის ექსპორიდან მიღებულმა შემოსავალმა - 8,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გჯუფში მთავარ პოზიციაზე იყო: პომიდორი - 1,8 მლნ აშშ დოლარი, სოკო - 0,9 მლნ აშშ დოლარი, კარტოფილი - 0,9 მლნ აშშ დოლარი, კიტრი - 0, 7 მლნ აშშ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2,35%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვებელზე.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯგუფში კი, წამყვან პოზიციებზე იყო: პომიდორი - 3,8 მლნ აშშ დოლარი და კარტოფილი - 0,4 მლნ აშშ დოლარი.

ნინი ქეთელაური
„ევროპულ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ“ –  სად გადის ქართული მატყლი, რომლის ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა