Tommy Hilfiger-ის რეპუტაციას ვირტუალური ინფლუენსერები და  3D-დიზაინი აუმაღლებს

ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tommy Hilfiger-ი ვირტუალურ ინფლუენსერებსა და 3D-დიზაინში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა The Drum-ი წერს. მათი განცხადებით, აღნიშნული კომპანიის ეკოლოგიურობას ასახავს და მათი მდგრადი განვითარებისადმი სწრაფვას ასახავს.

ბრენდი აპირებს მომავალ წელს ჩაუშვას პროგრამა ხელოვნურად შექმნილი ბლოგერების მონაწილეობთ და მათი დახმარებით მოახდინოს პროდუქციის რეალიზება. ამასთან, კომპანია განიხილავს საკუთარი ავატარების შექმნასაც. ამ დროისთვის ვირტუალური ინფლუენსერებზე მუშაობა საცდელ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა სამომავლოდ ამ პროგრამის გაფართოვებაა დაგეგმილი.

„ახლა ეს სერიოზულად არ გამოიყურება, მაგრამ ეს ჩვენი უახლოესი მომავალია“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა დენიელ გრიდერმა.

ეს არ არის ბრენდის პირველი მცდელობა შევიდეს ვირტუალური განვითარების გზაზე - წლის დასაწყისში Tommy Hilfiger-ის სამოსის რეკლამირება ხდებოდა მოდელით Noonoouri. ამ დროისთვის კი ვირტუალური ინფლუენსერების მიმდევრებად ინსტარგრამში 331 მომხმარებელია დარეგისტრირებული.

რაც შეეხება 3D-დიზაინს, მან ბრენდის მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. უკვე 2022 წლისთვის კომპანია აპირებს სრულად გადავიდეს ახალი კოლექციის 3D მოდელირებაზე.

კოკა კვირკველია