ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება იგეგმება

აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ბაქოში ვიზიტის მნიშვნელობასა და პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

"საქართველო არის საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანისთვის. იგეგმება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან. ჩვენ ამ თემებზეც ვისაუბრეთ და თავად პრეზიდენტ ალიევის სურვილია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება ენერგოდერეფანს და ელექტროენერგიის ექსპორტს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.