ირანმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა

ირანმა ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ განცხადება ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა ირანის ქალაქ იაზდში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„მინდა მივმართო თეთრ სახლს, რომელმაც ნავთობის ექსპორტირებაზე სანციები დაგვიწესა, ჩვენი ინჟინრების შრომის წყალობით ნავთობის ახალი საბადო აღმოვაჩინეთ, რაც დიდ წვლილს შეიტანს ირანის ეკონომიკურ გაძლიერებაში,“-განაცხადა როჰუჰანმა.

მისი თქმით, ახლად აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 53 მილიონი ბარელია და ის ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბოსთანისა და ომიდეის რეგიონებში 2400 კვ.კმ ტერიტორიაზე მდებარეობს.

როუჰანის თქმით, ახლადაღმოჩენილი საბადო ქვეყანას დამატებით 32 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მოუტანს. ნავთობი დედამიწის ზედაპირიდან 80 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ბექა ბერიაშვილი