ევროკავშირის ქვეყნებში ბედნიერი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა

ევროპის სტატისტიკური სამსახურის მიერ ნაწარმოები ე.წ. „ბედნიერების ინდექსის“ ახალი კვლევების თანახმად, ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რიცხვი გაიზარდა.

ამასთან, ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრებენ ბელგიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში და ფინეთში, ვინაიდან ამ ქვეყნებში გამოკითხული ადამიანების დიდი ნაწილი, 76% უმეტეს დროს თავს ბედნიერად გრძნობს.

ჩამონათვალში მათ შემდეგ მოდიან ლუქსემბურგი, ესპანეთი და დანია. მათი მაჩვენებელი 74-70%-ის ფარგლებშია. უფრო ნაკლები, 65%-ია გერმანიაში. საშუალოდ კი ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რაოდენობამ 62% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ლატვიაში - 31%, ბულგარეთში - 35%, ხორვატიაში - 42%, ლიეტუვაში - 45%, საბერძნეთსა და რუმინეთში - 46%.

2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რაოდენობა გაზრდილია 2%-ით. გამოკითხვის დროს ადამიანებს ეკითხებიან, რამდენად ხშირად გრძნობენ ისინი თავს ბედნიერად : „სულ“, „უმეტესად“, „ზოგჯერ“, „იშვიათად“ და „არასდროს“.

კოკა კვირკველია