„ანაგი დეველოპმენტი“ ამბიციურ პროექტს იწყებს - როგორი იქნება 8 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული სივრცე ვაკეში?

გამწვანება, ეზო, სამუშაო ადგილთან ან სავაჭრო ობიექტებთან სიახლოვე, ენერგოეფექტურობა, კომფორტი, - ადვილი მისახვედრია, რომ ეს საცხოვრებელი კორპუსის იმ მახასიათებლების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბინის შეძენისას ვითვალისწინებთ-ხოლმე.

კომპანია „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი ამბიციური პროექტი სწორედ ამ მახასიათებლებზეა მორგებული. ეს არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი - Park Home, რომელიც ვაკეში 8000 კვადრატულ მეტრ საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს მოიცავს. დამატებით კომპლექსის წინ მოეწყობა 2 ჰექტარი ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში „ანაგი დეველოპმენტიც“ მიიღებას მონაწილეობას.

Park Home-ის პროექტი შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25-მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგსა და ლობის კონსიერჟის მომსახურებას მოიცავს. გარდა იმისა, რომ სივრცე გამწვანებული იქნება (რაც ვაკეში მცხოვრებლებისთვის ან უბანში ბინის შეძენის მსურველთათვის უმნიშვნელოვანესია), ის ერთ სივრცეში მოიაზრებს ყველაფერს, რაც შეიძლება ცხოვრებისა და სრული კომფორტისთვის დაგვჭირდეს.

დედაქალაქის საცობების, გადატვირთული გრაფიკისა თუ უბრალოდ, დროის დაზოგვის სურვილის გამო, დღეს საცხოვრებელ კომპლექსებში ბინის შეძენა დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ურბანიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე, თბილისის ცენტრში მსგავსი პროექტები იშვიათია. Park Home კი ქალაქის ცენტრალურ უბანში მოიცავს ყველაფერს ერთად, რასაც ბევრი ჩვენგანი მხოლოდ რომელიმე გარეუბანში, აუთვისებელ ტერიტორიაზე წარმოიდგენდა.

მათ შორის, უმნიშვნელოვანესია ვერტიკალური და ჰორიზონტალური გამწვანების საკითხი, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (მაგალითად, იტალიაში, ჩინეთში, სინგაპურში) უკვე დაინერგა.

აღნიშნული ტიპის გამწვანება, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებასა და მდგომარეობის გამოსწორებას ემსახურება. შესაბამისად, Park Home-ის კომპლექსში გამწვანებული ტერასები სწორედ სუფთა ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ენერგოეფექტურობის საკითხს, ვისაც ფინანსების სწორად მენეჯმენტი სურს, ბინის შეძენისას ამ ნიუანსს აუცილებლად ითვალისწინებს. ენერგოეფექტური ბინები კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და თანხის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს. განსაკუთრებით, ზამთრის სეზონზე, როცა ხარჯები თითქმის ყველა ოჯახში იზრდება.

Park Home იქნება 3 დამოუკიდებელი 10 სართულიანი საცხოვრებელი შენობისგან შემდგარი კომპლექსი, რომელსაც ექნება 3 დამოუკიდებელი ლობი კონსიერჟის სერვისით. სწორედ ამ სამი საცხოვრებელი შენობის გარშემო გაერთიანდება საკრეკრეაციო, სპორტული და გამაჯანსაღებელი სივრცეები.

უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ საქართველოში 30 წელია, ოპერირებს. სექტორი, რომელშიც ის ახორციელებს ინვესტიციებს, ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის ბრუნვამ 1.9 მილიარდი ლარი შეადგინა, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა შრომის ანაზღაურებამ კი 1.784.6 ლარი.

„ანაგი“ სამშენებლო სექტორის განვითარების პროცესში ერთ-ერთი პიონერი იყო, რადგან 1989 წლიდან უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული. განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, 150-ზე მეტ ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორთან თანამშრომლობს და განხორციელებული აქვს 200 პროექტი.

მის პარტნიორებს შორისაა ისეთი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, როგორიცაა „საქართველოს ბანკი“. 30 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის დეველოპერის ამპლუაში გამოჩენას ბანკში დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ნებისმიერი წამოწყება, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებას, მისასალმებელია.

„საქართველოს ბანკისათვის“, რომელის მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს სამშენებლო სექტორის განვითარებას და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში წვლილის შეტანას, მისასალმებელია, ასეთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის ახალი ამპლუითა და ასეთი სამომავლო გეგმით გამოჩენა.

ნებისმიერ წამოწყება თუ პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებას, ტურიზმის მიმართულებას, დასაქმებას, ეკონომიკას, ბუნებრივია, მივესალმებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვართ, რომ „ანაგის“ აქტიური ჩართულობით, სექტორი კიდევ უფრო ვითარდება", - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

კომპანია „ანაგმა“ 1989 წელს დაარსების შემდეგ, ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია მალევე დაიკავა და ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს. „ანაგის“ ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს.