"მინდა ყველა დავამშვიდო, რომ როცა წყალტუბოს განვითარებაზე ვსაუბრობთ, გვექნება პასუხისმგებლიანი მიდგომა"

გენგეგმის არარსებობა არ არის შემაფერხებელი ფაქტორი წყალტუბოს კურორტის განვითარების და ინვესტიციების განხორციელების, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გეგმგეგმა არის დამატებითი დეტალიზაცია იმ ჩარჩოზე, რომელიც უკვე არსებობს.

„გენგეგმაზე მუშაობა არანაირ კავშირში არ არის სასტუმროების პრივატიზებასთან. გენგეგმაზე მუშაობას ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ის ეყრდნობა იმ განვითარების გეგმას, რომელიც უკვე შემუშავებულია. ამრიგად, ბიზნესისთვის უკვე არის ცხადი ის ჩარჩო, კურორტის განვითარების პერსპექტივა, ზონირება, ხედვა. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ როცა ჩვენ ასეთი ტიპის კურორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, გვექნება პასუხისმგებლიანი მიდგომა,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.