სოხუმის უღელტეხილზე 200 ჰექტარი ტყის მასივი იწვის

სოხუმის უღელტეხილზე დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის მასივი იწვის. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს. ცეცხლის პირველი კერები უღელტეხილზე გუშინ დილით დაფიქსირდა.

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გუდაუთის რაიონისკენ მიდის.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან, რათა სამაშველო სამუშაოებში რუსული ავიაცია ჩაერთოს.