ირაკლი ღარიბაშვილი "თეთრი ქალაქის" პროექტს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს დილით ირაკლი ღარიბაშვილი "თეთრი ქალაქის" პროექტს გაეცნო.

"თეთრი ქალაქი" - ეს არის მაშტაბური პროექტი, რომელიც 10 წლის ვადაში უნდა დასრულდეს.

"თეთრი ქალაქის" პროექტირება საერთაშორისო არქიტექტორების დახმარებით მოხდა. ის აერთიანებს სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს და სარეკრეაციო ზონებს ყველა ასაკის ადამიანისთვის.