გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების შემცირებას.
გეგმის თანახმად, 2020 წლიდან განიხილება შუქნიშნების უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა:
„აღსანიშნავია, რომ პარალელურად, საერთაშორისო ფონდების დაფინანსებით ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სამარშრუტო სქემას, ხოლო დანიური კომპანია „რამბოლი“ - „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას“. ეს უკანასკნელი მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტია. იგი მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას: საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, რკინიგზა, საბაგირო) განვითარების გეგმებს, პარკირების ზონებისა და კერძო ტრანსპორტის ნაკადების მართვის სტრატეგიას,“-ნათქვამია ტრანსპორტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.