ჩინეთის ავიახაზებმა უნდა დაამატოს 7 630 კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი 2038 წლამდე, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა და შეცვალოს არსებული თვითმფრინავები - ამის შესახებ ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაცია იტყობინება.
ხუთშაბათს კორპორაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ბაზრის შესახებ, რომელიც 2019 - 2038- წლებს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, უახლოეს ორ ათწლეულში, ჩინური ავიახაზების დატვირთვა 84%-ზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ანგარიშის ინფორმაციით, გადატვირთული აეროპორტები და ახალი სამარშრუტო მიმართულებები უფრო მოცულობითი თვითმფრინავების შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს.
ავტორი: ნუკა კეკელია