აშშ აპირებს მიმდინარე წლის დეკემბერში ნავთობის მოპოვება ნოემბერთან შედარებით დღე-ღამეში 49 ათასი ბარელით 9,133 მლნ-მდე გაზარდოს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ნავთობის მოპოვების ზრდა მოხდება შვიდიდან ოთხ ნავთობმომპოვებელ რეგიონში.
ცნობისათვის, ადრე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით სამინისტრო იუწყებოდა, რომ შტატებში დღე-ღამეში ნავთობის მოპოვება უნდა გაზრდილიყო 12,29 მილიონ ბარელამდე, ხოლო ამავე პროგნოზის თანახმად 2020 წელს შტატებში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 13,29 მილიონ ბარელს მიაღწევს.